პარლამენტარის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, "ღამის ეკონომიკის " განვითარების იდეა, ახალ
შესაძლებლობას აჩენს დედაქალქისთვის.
ამის შესახებ ბეგაძემ მერიის ახალ იდეასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
„თბილისის მერის კახა კალაძის მიერ "ღამის ეკონომიკის " განვითარების იდეა, ახალ შესაძლებლობას აჩენს დედაქალქისთვის. ამ იდეის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, გამრავალფეროვნდება ტურისტული მომსახურეობი და ტურისტული პროდუქტები, თბილისის ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად აქტიური უბნები უფრო მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე გახდება.
24 საათიანი ეკონომიკური აქტივობა დედაქალაქს ტურისტულად უფრო მეტად მიმზიდველს გახდის საერთაშორისო დონეზე“- განაცხადა ბეგაძემ.

















