პარლამენტის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, „ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტი თბილისს
ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.
ამის შესახებ ხუციშვილმა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ღამის ეკონომიკის" განვითარებას გულისხმობს.
„ღამის ეკონომიკის" განვითარება თბილისს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც ავტომატურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს. სერგი გვარჯალაძეს დიდი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, ამ მიმართულებას წარმატებულად უხელმძღვანელებს!“- განაცხადა ხუციშვილმა.

















