logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
16:21 07.03.2018
სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას ხელი შეუწყოს .
შეხვედრაზე თბილისსა და ბელგრადში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედებამდე დიპლომატების დანიშნვის შესაძლებლობა განიხილეს. ორივე მხარემ ხელის შეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
სერბეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება და აღნიშნა, რომ სერბეთის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას უახლოეს დღეებშივე მოახდენს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ასევე განხილული იქნა საქართველოსა და სერბეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში წარმატებულ ურთიერთობებს. მათ შორის სერბული მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობით, რაც კარგ საფუძველს ქმნის ბიზნეს წრეებს შორის შემდგომი კავშირებისათვის. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვას, აღსანიშნავია, რომ თბილისში საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება იგეგმება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდ ვუჩიჩს ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთის წარმატება მიულოცა. კიდევ ერთხელ გამოიხატა ამ გზაზე სერბეთის გამოცდილების გაზიარებისადმი ინტერესი. ამ მხრივ აღინიშნა უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის.
სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ წარმატებაში, მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაესვა . კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა სერბეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში გამართული შეხვედრა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით. სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ, ასევე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთანაც შეხვედრა გამართა . დაგეგმილია შეხვედრები სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან და სერბეთის საგრეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც ქვეყნებს შორის უვიზო მიმოვლის შესახებ შეთანხმდება გაფორმდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა