logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქალაქმშენებლობის დაგეგმვის განხორციელება ახალი წესით მოხდება
ქალაქმშენებლობის დაგეგმვის განხორციელება ახალი წესით მოხდება
20:28 06.03.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

საკითხზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც საჭირო და აუცილებელი გახადა მშენებლობის სფეროს საკანონმდებლო დონეზე ახლებურად მოწესრიგება. მისი განმარტებით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად კოდექსის ალტერნატიული პროექტიც იქნა შემოსული. „კოდექსის ინიცირების შემდეგ, განხილვების შედეგად, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის შეიცვალა კოდექსის სათაურიც და „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ ნაცვლად, პროექტს ახალი სახელწოდება „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ექნება“, - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის მიზანია, საქართველოს ტერიტორიის და მისი ნაწილების გამოყენების და განვითარების მოწესრიგება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცითო მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსების, კლიმატისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. მისივე განმარტებით, კოდექსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებისგან. პროექტში განმარტებულია კოდექსის მიზნები და ტერმინები. ასევე, ჩამოყალიბებულია სივრცის დაგეგმარების და ქალაქმშენებლობის ამოცანები. დადგენილია სივრცის დაგეგმარების და ქალაქმშენებლობის დაგეგმვის იერარქია.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობის დაგეგმვას, ის ხორციელდება შემდეგი გეგმების მეშვეობით: ესენია - გენერალური, განაშენიანების, და განაშენიანების დეტალური გეგმა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის სიახლეა მსხვილი ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასების პროცედურის შემოღება.

პროექტით უქმდება ზონალური კოეფიციენტებით ვაჭრობის პრაქტიკა. შემოდის ახალი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პირობა ერთდროულად უნდა იყოს ძალაში იმისთვის, რომ ასეთი ნებართვა გაიცეს.
კოდექსის თანახმად, ქალაქმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემოღება. სიახლეს წარმოადგენს ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა. კოდექს შემოაქვს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის ცნება.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, კოდექსით შემოდის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამი ძირითადი სახე. ესენია: საჯარო, ტექნიკური და მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა.

მომხსენებელმა იმ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტში წამყვანი კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განხილვების შედეგად შევიდა.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დაზუსტებებისთვის გარკვეული განმარტებები გააკეთა.

კომიტეტის წევრებმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„საკითხის რეგულირების მიზნით ძალიან მნიშნელოვანია ამ კოდექსის მიღება. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა