logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
16:49 06.03.2018
სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ სქართველოსა და ბონია-ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რისთვისაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორივე ქვეყნის საერთო მიზანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ის წარმატება მიულოცა, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორივე ქვეყნისთვის დემოკრატიული, ეკონომიკური, ინსტიტუციური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი განმაპირობებელია. საქართველოს ვიცე პრემიერმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხრეს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი მიზნების შესახებ, მათ შორის გააცნო ევროკავშირში ინტერგაციის, საგზაო რუკა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა როგორც საგარეო-პოლიტიკური მისწრაფების, ასევე ამ გზაზე რეფორმების იმპლემენტაციისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მათ შორის აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკური შესაძლებლობებით კარგ პლატფორმას ქმნის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატება ტურიზმის სექტორში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა რესპუბლიკა სერბსკაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ჩასვლის ფაქტზე ოფიციალური სარაევოს მტკიცე პოზიციაში, აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საჭიროებას. მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა