პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ პარლამენტი შეჯერდება და
ერთიან რეზოლუციას მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ საერთო რეზოლუციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით“-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციასთან კოსულტაციები გრძელდება.
„ამჟამად არის ინიცირებული ორი რეზოლუცია. ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო, ასე ვთქვათ, ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















