logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კანადაში საქართველოს ელჩმა ICAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
კანადაში საქართველოს ელჩმა ICAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
11:55 06.03.2018
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან.

შეხვედრის ფარგლებში,ელჩმა საქართველოს მიერ საავიაციო სფეროში გატარებული რეფორმები მიმოიხილა,რაც მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისთვის მდგრადი სისტემის შექმნას.კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება.
ელჩის განცხადებით,საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზად არიან, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ICAO-სთან, რათა უზრუნველყონ ფრენების უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა და მიღწეული სტანდარტებისა და საჰაერო მომსახურების ხარისხის ზრდა. ამ მიზნით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მჭიდრო კავშირები აქვს ICAO-ს რეგიონულ ჯგუფებთან.
თავის მხრივ,ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ღრმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. მან საქართველოს სამაგალითო ქვეყანა უწოდა. ოლუმუივა ბენარდ ალიუმ დაადასტურა ICAO-ს მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ასევე, ევროპულ რეგიონულ ბიუროსთან. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ არსებული შთამბეჭდავი მონაცემები, რომლის თანახმადაც ქვეყანას გასულ წელს 7.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია, 4 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით და შესრულებული რეისების რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია,ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობაც.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა