logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22:06 05.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია სარაევოში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის დაცვით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას და ითვალისწინებს სამინისტროებს შორის ურთიერთობის სხვადსხვა ფორმატებს. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა აღნიშნეს მემორანდუმის მნიშვნელობა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთმხარდაჭერა ორივე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიულოცა ამ მიმართულებით ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმატება და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის გაფართოებას ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც საქართველოა. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომშიც აქტიურად გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მაღალ პოტენციალს განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მომსახურების სფეროები. აღინიშნა, რომ როგორც საქართველოს ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას ტურისტული პოტენციალი რეგიონში მზარდია, რაც კარგ საფუძველს ქმნის ამ სფეროში შემდგომი თანამშრომლობისთვის. მინისტრები მიესალმნენ ორივე ქვეყნის შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ორივე ქვეყანაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის და ამ მხრივ ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარე თბილისში „ღია მმართველობის თანამშრომლობის“ მაღალი დონის სამიტზე მონაწილეობისთვის მოიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა