logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის აპარატს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
პარლამენტის აპარატს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
22:01 05.03.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, გივი მიქანაძე წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის ახალი უფროსი, რომელიც ერთი კვირის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და 1-ლი მარტიდან აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აპარატის ახალი უფროსი პროფესიით იურისტია, განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. საქმიანობდა საჯარო, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის,სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოსა და გაეროს განვითარების ორგანიზაციაში.

ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ამსტერდამის უნივერსიტეტში. აქვს აკადემიური გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც აპარატმა უნდა განახორციელოს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტის ეფექტიანობა და ხარისხი იყოს შენარჩუნებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს წარიმართოს ისე, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შეეფერება“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

აპარატის უფროსმა თანამშრომლებს აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი წარუდგინა და მისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა აპარატის უფროსს და აპარატის უფროსის მოადგილეს მომავალ საქმიანობაში და პარლამენტის აპარატს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თქვენი საქმიანობისთვის, თქვენი შრომისთვის. თქვენს საქმიანობას და შრომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც პარლამენტის გამართული ფუნქციონირება ჰქვია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა