პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძეს შეხვდა.
მომავალ ელჩთან შეხვედრის ერთ-ერთ მიზანს, საქართველოს საელჩოებთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა წარმოადგენდა.
მხარეებმა, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ საკუთარი გეგმები და ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს. შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას და კომუნიკაციას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

















