2018-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის სფეროში
კიდევ უფრო აქტიური გახდება. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებსდაეთმობა.
სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 5 მარტს წარადგინა, დეტალურად აღწერს კომიტეტის საქმიანობას მომავალი სამი წლის მანძილზე და ხაზს უსვამს ეფექტიანობის გაზრდას იმსტრატეგიული მიზნების მიღწევაში, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს უკავშირდება.
პარლამენტის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა 2017 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარებულ შეფასებას, რომელშიც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის საჭიროებები ევროკავშირთანასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საზოგადოებას ასევე, გააცნო 2017 წელს განხორციელებული აქტივობები, როგორც საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის სფეროში, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის, საერთაშორისო დასაზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესრულებული და სამომავლო საქმიანობის საჯარო წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ - და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოქმედმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

















