logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა
კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა
16:32 05.03.2018
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ვახტანგ ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია.
"მას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. ამჟამად, გადის დოქტორანტურას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. ასევე, დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში"- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვახტანგ ლომჯარიას აღნიშნულ პოზიციაზე წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ ახალი გუნდი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ახალი ხედვით საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

"ვფიქრობ, რომ მისი განათლება და გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში იყო საზოგადოების, ცხოველთა უფლებების დამცველების ყურადღების ცენტრში - იყო ბევრი შენიშვნა, პრეტენზია, სურვილი და დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდი ამ სააგენტოში ახალი ხედვებითა და საქმიანობით დააკმაყოფილებს, როგორც ქალაქის საჭიროებებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის თუ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს" - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, აღნიშნული სამსახური ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ცხოველთა უფლებებზე იზრუნებს.
ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მერს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და დაინტერესებულ პირებთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
"გააზრებული გვაქვს, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენი საქმიანობა სისტემის მეტი სამართლიანობისა და ჰუმანურობისკენ იქნება მიმართული. ცხადია, ცხოველებთან დამოკიდებულება მეტად ადამიანური უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობის კომფორტი უნდა დავიცვათ. ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართ. მივესალმები ყველასთან შეხვედრას, კონსულტაციებს, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვაჩვენებთ იმ შედეგს, რომელსაც ვგეგმავთ", - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა