logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე
კახა კალაძე: ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე
13:39 05.03.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე საცხოვრებელი გარემოსა და ყოფის გაუმჯობესებისთვის, თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალეობის ხარისხის გაზრდას.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალეობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი" - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის მდგრადობის უზრუნველყოფა.
"ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა - როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ რეფორმებში. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ თავიანთი რეგიონებისა და ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია" - განაცხადა კახა კალაძემ.
თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა