logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: რეგიონებს შორის ცხოვრების დონის განსხვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
პრემიერი: რეგიონებს შორის ცხოვრების დონის განსხვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
13:24 05.03.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე - შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისთვის.
ამის შესახებ კვირიკაშილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის განსხვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
"მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ჩვენი ნატვრა იქნება ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებებში და - უდიდესი მოტივაცია, რომ პირველ რიგში ხელი შეუწყონ რეგიონულ განვითარებას. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა განსხვავებები ცხოვრების დონეს შორის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ ხალხს აიძულებდა, დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ამ მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის მთავარი ღერძი, ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები.
დეცენტარალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიული ხედვა, რომლის მიზანიც არის ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
პირველი - თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება;
მეორე - თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ის თანდათან გადანაწილდება თვითთმმართველობებში;
მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს, სტანდარტებს, უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების, მართვის პროცესში.
"რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა მოგვცემს სრულიად სხვა, თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში. რასაკვირველია, ეს კომპლექსური სამუშაო გახლავთ და მას, სათანადო რესურსი და, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და წარმოგიდგენთ დროში გაწერილ ხედვას, როგორ მივდივართ მიზანმიმართულად ამ მიმართულებით", -განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამ პროცესში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ მათ გარეშე ძალიან რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორები განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმის მეორე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეც.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
„ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ის, რომ დღეს, პირველივე ეტაპზე აქ წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი, რეფორმის წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ რეფორმის სულისკვეთებას ყველა მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ, რადგან ვთვლით, რომ ეს რეფორმა არის ყველას ერთობლივად გასაკეთებელი. მე დიდი სურვილი მაქვს, გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთანდასამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი ისეთ რეფორმაში, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული სისტემის ყველა ღერძს მოიცავს”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთლიანად მთავრობის აქტიური ჩართულობით.
რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას პარლამენტში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა