logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ზაზა გაბუნია: ვიწყებთ უტრეხტის ოქმზე მიერთების სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტს
ზაზა გაბუნია: ვიწყებთ უტრეხტის ოქმზე მიერთების სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტს
12:57 05.03.2018
პარლამენტარმა, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას დაესწრო.
გაბუნიამ შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში იქნეს დანახული კომიტეტის საქმიანობაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით.

„პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, სადაც პრაქტიკულად უკვე ამ შეხვედრით ჩვენ ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიწყებთ მუშაობას დეცენტრალიზაციის ხედვის განხორციელებაზე.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის.
ჩვენ ახლახანს შევიმუშავეთ კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული ადგილი სწორედ დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას ეთმობა და ამას განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში იქნეს დანახული კომიტეტის საქმიანობაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით.
უმნიშვნელოვანესია, რომ ვსაუბრობთ რა დეცენტრალიზაციაზე, ჩვენ, ხელისუფლება აქცენტს ვაკეთებთ სწორედ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაზეც როგორც ძირითად სვეტებზე უნდა დაეყრდნოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება და თვითმმართველობის გაძლიერების კონცეფცია - ახალი უფლებამოსილებები, მეტი ფინანსური რესურსები და მოქალაქეების, ადამიანების მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში.
ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შედეგის სახით სწორედ მოქალაქეს და მის ინტერესს უნდა მოემსახუროს.
და ამასთან დაკავშირებით, აქვე მინდა გამცნოთ ერთი სიახლე, რაზეც მე უკვე მქონდა საუბარი ბატონ პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბატონ პრემიერ-მინისტრთან, კერძოდ, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი პროტოკოლის ე.წ. უტრეხტის ოქმის რატიფიცირებისათვის. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტს.
წარმატებას ვუსურვებ ყველას ვისაც თავისი როლი ექნება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ამის პრაქტიკაში განხორციელების დროს“- განაცხადა გაბუნიამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა