„ქართული ოცნება" პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ
ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუციას დაარეგისტრირებს.
რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება გმობს გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
„რეზოლუცია მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, კერძოდ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, ასევე კიდევ ერთხელ გმობს გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს და ორივე შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას. ასევე მოუწოდებს შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტურად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

















