საქართველოს საპატრიარქო დღეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშრებით რუსეთის
პატრიარქის ოფიციალურ წერის ელოდება.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კახაბერ გოგიტიშვილმა განაცხადა, რუსეთის საპატრიარქოსთან სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც რუსეთის პატრიარქმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საქმეში ქართულ მხარეს დახმარება აღუთქვა.
„სატელეფონო საუბარი გვქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან და მათ ასეთი რამ გვიპასუხეს, რომ რუსეთის პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში, ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში და მან განაცხადა, რომ უმოკლეს დროში შეეცდება, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნას საქართველოში და დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ეს რაც მათ სატელეფონო საუბარში აღნიშნეს ამას ოფიციალურად, წერილობით, სავარაუდოდ, ორშაბათს მოგვწერენ,“-განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

















