ჟენევის მოლაპარაკებებს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფს ქართული მხრიდან, შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომელიც მანამდე აღნიშნული ჯგუფების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელიც იყო.
საკუთარ თავზე საუბრისას, უტიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა თანამდებობას დაიკავებს ის პრემიერ-მინისტრის აპარატში.
„ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“- აცხადებს შოთა უტიაშვილი.
უტიაშვილმა შს სამინისტრო სამთავრობო ცვლილებების განხორცილების შემდეგ დატოვა.
რაც შეეხება ნოდარ ხარშილაძეს, მას სამთავრობო ცვლილებების განხორციელებამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ, ხარშილაძემ კვალვ მისი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

















