logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბათუმში აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
14:22 03.03.2018
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულდადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა აჭარაში დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.
შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და გია გვაზავა, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
,,აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ასევე ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბატონი სოზარ სუბარი. შევაჯამეთ ის პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება. 2017 წელს დევნილებს 140-მდე საცხოვრებელიფართი გადაეცათ, ასევე 200-მდე ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა“-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბპატარაძემ.
პირველად მოხდა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამუშაო შეხვედრა. საკითხი ეხებოდა დევნილებთან მიმართებაში არსებული სიტუაციებისმიმოხილვას. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებადაა ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარება შეუძლებელია. არის საკითხები, რომელთაგადაწყვეტა მხოლოდ აჭარაზე არაა დამოკიდებული, არამედ ცენტრალურ ხeლისუფლებაზე. მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგშიც ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას“ -აღნიშნა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა