logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან 33%-ით გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს
გიორგი კვირიკაშვილი: გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან 33%-ით გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს
14:14 02.03.2018
„ტრადიციულად აქტიური, კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.
„ისტორიულ-ტრადიციული და ამჟამინდელი ურთიერთობები მყარი საფუძველია ახალი და კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის. მოხარული ვარ, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ისე ჩვენი კოლეგების უწყებათაშორისი კავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი,“- აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა, კარენ კარაპეტიანმა.
პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მზაობა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ არსებული, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი არიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა