logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: რეფორმების წყალობით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცედენტო დონეს
ირაკლი კობახიძე: რეფორმების წყალობით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცედენტო დონეს
13:16 02.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში.

ამის შესახებ კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის განხორციელება წარმატებით შეუძლია.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსაც და მტრებსაც დაუმტკიცა, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა. პირველ რიგში, ჩვენ მოვახერხეთ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მმართველობა, ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევამცირეთ კრიმინალი და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური პოლიტიკური თავისუფლების დარღვევის გარეშე.

ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში. დიახ, ჩვენ გვაქვს უთანხმოებები და ზოგჯერ სერიოზულიც, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი მთავარი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს ხელისუფლებას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეფორმების წყალობით საქართველომ სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცენდენტო დონეს მიაღწია, თუმცა, ისევ მოწყვლადი რჩება გარე საფრთხეების მიმართ.

„ამ რეფორმების წყალობით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცედენტო დონეს. თუმცა, ჩვენ ისევ მოწყვლადი ვრჩებით გარე საფრთხეებისადმი და ამისათვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონალური, ევროპული და ტრანსატლანტიკური კავშირები, რათა გავხდეთ ღირსეული წევრი დემოკრატიული საზოგადოებისა და ერთა სტაბილური ოჯახისა

და ბოლოს, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. საქართველო საგარეო პოლიტიკის სწორ გზაზე დგას და საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების სწორ გზაზე დგას. ჩვენი წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა საქართველოს მომავლისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება მხარს უჭერს ამ ხედვას, რომლის რეალიზებაც, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მოხდება. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სამმხრივ ფორმატში თანაშრომლობასა და საერთო მიზნების მისაღწევად, ერთად დგომაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა მხარს უჭერს ამ ხედვას, რომლის რეალიზებასაც აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების, ასევე მოკავშირეების დახმარებით და პირველ რიგში კი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით.

26 წლის წინ, ამ დღეს, მოლდოვას სუვერენიტეტზე შეტევა მიიტანეს სეპარატისტებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ გარე ძალები. მას შემდეგ, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაერთხელ დამდგარა ასეთი გამოწვევის წინაშე. და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის გაერთიანება სამმხრივ ფორმატში და ერთად დგომა ჩვენი საერთო მიდგომების გამოსახატავად რეგიონალური გამოწვევების, დემოკრატიული რეფორმებისა და პროდასავლური მომავლის თაობაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა