logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაუსჯელი რჩება, რაც ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას
ირაკლი კობახიძე: ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაუსჯელი რჩება, რაც ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას
12:57 02.03.2018
„ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ დაუთმია და ყოველდღიურ რეჟიმში ეწინააღმდეგება რუსეთის შეტევას მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (სამხრეთ ოსეთში) ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის ცხადმა თუ ფარულმა თანხმობამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეთა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება.

„ადამიანის უფლებების დარღვევების რუსეთის მხრიდან ცხადი თუ ფარული თანხმობა იწვევს საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულ სიკვდილს. მათ შორის, მინდა ავღნიშნო ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი, რაც დაუსჯელი რჩება და ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი საქართველოში ყოველთვის დროებითი იყო და რუსეთთან ბრძოლაში გამარჯვებას საქართველო მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობით გეგმავს. მისივე თქმით, ეკონომიკის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებით ჩვენმა ქვეყანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს, რომ სწორედ საქართველოა ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო, სადაც მათ ცხოვრება და განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლიათ.

„ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. რუსეთის ოკუპაცია და დიქტატი ყოველთვის დროებითი იყო საქართველოში. გადაწყვეტილი გვაქვს, ეს უთანასწორო ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ მშვიდობიანი მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით.

საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკა, პოლიტიკური ინსტიტუტები და უსაფრთხოება, რათა კვლავ დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიებზე, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ შეუძლიათ იცხოვრონ, განვითარდნენ და მიიღონ კეთილდღეობა. საუკუნეების მანძილზე ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობდით აფხაზებთან და ოსებთან და გვწამს, რომ ამას ისევ მივაღწევთ მიუხედავად უხეში და არალეგიტიმური გარე ჩარევებისა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, რაც წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა