ეუთო-ს საპარლამენტო მდივნის, თომას გრემინგერის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ყურადღებით
აკვირდება სამხრეთ ოსეთში არსებულ მოვლენებს.
მისივე თქით, აუცილებელია,რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში მხარეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია.
ამის შესახებ გრემინგერიმ ვილსონის ვენტრში შეხვედრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს. ეუთო-ს პოზიცია ასეთია - მხარეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია. ამ ფორმატის ფარგლები შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, როგორც სამხრეთ ოსეთის ისე აფხაზეთის მიმართულებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება, ასევე მნიშვნელოვანია, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ამ მხრივ შესაძლებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც“- განაცხადა გრემინგერიმ.

















