logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
18:16 01.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება, მოლდოველ კოლეგას - ანდრიან კანდუს შეხვდა.
მხარეებმა 2 მარტს მოლდოვაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეები გაუძღვებიან. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს აღნიშნული ღონისძიების, სამმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებასა და ამ მიმართულებით, ურთიერთობის გააქტიურებას.

მხარეებმა ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძემ და ანდრიან კანდუმ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.

„დღეს დაიწყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. შევხვდით ჩემს კოლეგას, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი ასპექტები. ხვალ გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება სამი სპიკერის: ჩემი, ასევე, უკრაინელი და მოლდოველი კოლეგების მასპინძლობით და ატლანტიკური საბჭოს თანამონაწილეობით. ეს ღონისძიება დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის, სამმხრივი ურთიერთობები მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის და ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ საერთო მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და საჭიროა ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა