logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროპარლამენტარებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხები განიხილა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროპარლამენტარებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხები განიხილა
16:22 01.03.2018
საქართველოს პარალამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართა, ასევე შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებზე უვიზო მიმოსვლის, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხები განიხილეს.


„ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე. ამ იდეას იზიარებენ ჩვენი ევროპელი კოლეგები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ევროპის ყურადღების ცენტრში მუდმივად იდგეს. ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუცია, რომელიც ძალიან მძიმეწონიანი პოლიტიკური აქტია, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, იმედია მხარდაჭერას მოიპოვებს და ზაფხულამდე იქნება მიღებული”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტარებთან ჰაიდი ჰაუტალასთან, კნუტ ფლეკენშტაინთან, ვიქტორ ბოშტინარუსთან, პეტრა აუსტრევიჩიუსთან, დევიდ მაკალისტერთან და სხვებთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი იყო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის საკითხზე, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა ბოროტად არ გამოიყენონ ქვეყნის ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ქვია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შემცირდეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობების დარღვევა.
საუბრის თემა იყო ასევე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა