იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, რეგიონში ისეთი ინციდენტები არ უნდა
ხდებოდეს, რომელიც სამშვიდობო პროცესზე ნეგატიურად აისახება.
ამ განცხადებით ბარტოლი ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთში მომხდარი ფაქტების გამო შეშფოთებას გამოვთქვამთ, იმედი გვაქვს, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი რეალურად იმუშავებს, ასევე ვიმედოვნებთ, რომ დიალოგით რეგიონში არსებული პრობლემები მოგვარდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არ გვსურს მსგავსი ინციდენტები ხდებოდეს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება. როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ პოზიტიური გადაწყვეტილებიბის მოლოდინში ვარ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი, ვიმედოვნებთ ეს მალე მოხდება, ასევე გაათავისუფლებენ და ქართულ მხარეს გადმოსცემენ ორ დაკავებულ პირსაც“- განაცხადა ელჩმა.

















