logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში სამმხრივ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში სამმხრივ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობს
14:04 01.03.2018
სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ანკარაში სამმხრივ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობს.
შეხვედრაში, რომელიც თურქეთის პარლამენტში შედგა, სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრებში, სოფიო ქაცარავასთან ერთად, საქართველოს პარლამენტიდან ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი მონაწილეობენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; ეკონომიკური კავშირები ვაჭრობისა და ტრანსპორტის გზით, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობები საპარლამენტო ფორმატებში.

შეხვედრა კომიტეტების ხელმძღვანელების მოხსენებებით გაიხსნა. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მოხსენებაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ბოლოდროინდელი ტრაგიკული ფაქტის შესახებ ისაუბრა.

სოფიო ქაცარავამ გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე - ნატოში ინტეგრაციასა და 2008წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებაზე, რომელშიც გაცხადებულია, რომ საქართველოსთვის ალიანსის წევრობა უალტერნატივოა.
„სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ მჭიდრო თანამშრომლობისა და ახალი პერსპექტივების შესახებ. ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა ხელი უნდა შევუწყოთ ამ კავშირების გამყარებას. საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი გეგმები უკეთ განვახორციელოთ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დისკუსიისას ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ნინო გოგუაძემ სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენებასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, ხალხთაშორის და კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც სამივე ქვეყნისთვის: საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს ასახავს. შეთანხმების გაფორმებას მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც კომიტეტის თავჯდომარეებმა განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა უნიკალურია, რადგან ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ უფრო გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ასევე, ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების გაზრდისკენ“, -განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა