logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციში მიიღებს მონაწილეობას
12:14 01.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 2 მარტს, მოლდოვაში, საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან - ანდრიან კანდუსთან და ანდრიი პარუბისთან, ასევე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
კონფერენციის მონაწილეები დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, ასევე, უსაფრთხოების მხრივ არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება პრესისთვის. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დელეგაციების ხელმძღვანელთა გაერთიანებული შეხვედრაც.

კონფერენციას უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო მედია, მათ შორის, Associated Press, The Washington Post“ და New York Times.
ღონისძიებაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის(რიკსდაგი) თავმჯდომარე ურბან ალინი, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ენ ეესმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის მოადგილე მარია კოჩი, ასევე, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი ექსპერტები და საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრიან კანდუსთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, კოლეგებთან ერთად, მოლდოვას დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა