ბორჯომში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
სამართალდამცველები იმყოფებიან ასევე უშუალოდ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
სავარაუდოდ, სპეცრაზმის ბორჯომში ჩასვლა მერიის თანამშრომლების მიერ დაანონსებულ აქციებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

















