logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
16:30 28.02.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით, გერმანელ პროფესორთან და სამართლის დოქტორთან ედუარდ შრამთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის რეფორმირების ფარგლებში, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის ცალკეული ასპექტების განხილვა წარმოადგენდა. კომიტეტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კოდექსის აღნიშნული მუხლის ახალ რედაქციაზე მუშაობის აუცილებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა განაპირობა. საუბარია კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.

შეხვედრაზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორმა ედუარდ შრამმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოცდილებასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო პრაქტიკაზე ისაუბრა და კონკრეტული სამართლებრივი საქმეები განიხილა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა, იურისტებმა და სამართლის ექსპერტებმა მსჯელობა და დისკუსია გამართეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა