logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა
10:53 28.02.2018
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციის ხელმძღვანელებთან.



ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ავღანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს აბდულა აბდულას. შეხვედრაზე მხარეების მიესალმნენ საქართველოსა და ავღანეთს შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას.

ავღანეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ სიმამაცეს.
მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა კვლავაც გააგრძელოს კონტრიბუცია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და წვლილი შეიტანოს ავღანეთის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაში საქართველოს რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა კასპიის ენერგო რესურსების ტრანზიტის პროცესში ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას.
ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კიდევ ერთხელ გამოიხატა ურთიერთმხარდაჭერა სხვადსახვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრს სადიკა კაბას, მაროკოს სახელმწიფო მინისტრს ადამიანის უფლებების საკითხებში მოსტაფა რამიდს და აფრიკის კავშირის კომისარს მინატა სამატე ცეზოუმას.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან დაინტერესებას განავითაროს თანამშრომლობა აფრიკის ქვეყნებთან. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებისა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოიხატა კარგი მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში, ისევე როგორც დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს პროგრესის და გამოცდილების გაზიარების სურვილი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 25-27 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი დონის სეგმენტში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანთან და გაეროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა