logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება
22:15 27.02.2018
ამერიკული მხარის მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ქ. ვაშინგტონში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციის კონფერენციაში Conference on Mobilizing Law Enforcement Efforts to Defeat ISIS იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერინ ბარკლისთან.

დავით ზალკალიანმა აშშ-ის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების შესახებ.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის წვდომის უზრუნველყოფის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დაგეგმილი ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა