logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
16:45 27.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ფაიზალ ალ ფაიეზს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ყურადღება ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ფაიზალ ალ ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს, მათ შორის - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.

„არის რამდენიმე საკითხი, სადაც ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ეს, პირველ რიგში, არის ტურიზმი, ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ ახლო აღმოსავლეთი არც ევროპის ნაწილია და არც აზიის და ფაქტობრივად, ამ რეგიონთან მოგვიწევს ახალი ეკონომიკური ურთიერთობის აწყობა. დღეს მდგომარეობით, დაბალია სავაჭრო ურთიერთობების დონე, საკმაოდ მცირეა ინვესტიციების რაოდენობა. ამ დროს, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი ახლო აღმოსავლეთი გახლავთ. ამიტომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებშია, ააწყოს მრავალი საუკუნის წინანდელი ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთის და არაბულ სახელმწიფოებთან და ამით მიიღოს სარგებელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, სენატის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა.



„სენატის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო და უშუალო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მრავალ საკითხზე, მათ შორის, გამოვყოფდი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, ასევე, სხვა საკითხებს. ჩვენ გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული მიდგომები. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ საკმაოდ საინტერესო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და დღევანდელი საუბარი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეხებოდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში - გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა