logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება
გიგი წერეთელი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება
20:29 26.02.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ბუნებრივია რეაქციებიც ასევე მძაფრი უნდა იყოს. პირველი შემთხვევა არ არის ასეთი ტრაგედია და ჩვენ გვახსოვს გიგა ოთხოზორიას საქმეც. სამწუხაროა, რომ ამ საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ვერ მოხერხდა.

რა თქმა უნდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განუკითხაობა და უკონტროლობაა და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მონიტორებს საშუალება არ ეძლევათ რეალური ზემოქმედება მოახდინონ იმ პროცესებზე, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას თუ განათლების ხელმისაწვდომობას ყოველთვის მოსალოდნელია ასეთი მძიმე შედეგები. ამის თაობაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული და ბოლო ზამთრის სესიაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინაში და სხვა არსებულ ცხელ წერტილებში შექმნილ ვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხიც აქტიურად განიხილებოდეს და განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების თემის ჩამოქვეითება.
გამომდინარე რუსეთის მთავარი პასუხისმგებლობიდან, ასამბლეის ფარგლებში რუს დეპუტატებთან ნებისმიერ კომუნიკაციაში სწორედ ეს არის მთავარი საკითხი.
ვფიქრობ, რომ ამ მძიმე ფაქტს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას უკავშირდება, გააქტიურების და მოქმედებების ახალი იმპულსი და ტალღა უნდა მოყვეს. არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია სხვა მექანიზმების ჩართულობაც, როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები.
მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და მათთვის ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად მკაცრი სანქციების დაწესება.
დღეს ვესაუბრე ეუთოში კოლეგებს და შევთანხმდით, რომ ეუთოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და განცხადება გაკეთდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს შიგნით, პოლიტიკურ ჯგუფებს მსგავს საკითხებზე ერთიანი პოზიცია გვქონდეს,“ - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მანვე ერთიანი საპარლამენტო რეზოლუციის მომზადებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო სულისკვეთების რეზოლუციის მომზადება, რომელიც ერთი მხრივ, დაგმობს მომხდარ ფაქტს და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა