პარტია „ახალი მემარჯვეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში
ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, გამყრელიძემ შეხვედრაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოვლენების რევოლუციური განვითარება თავიდან იქნას აცილებული და არჩევნების შედეგად ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის მონოპოლისტურად მართვის ეპოქა დასრულდეს.
შტეფან ფულემ აღნიშნა, რომ საქართველოში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებელია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.
შტეფან ფულეს აზრით, საქართველოში განხორციელებული თვალსაჩინო რეფორმები ინსტიტუციონალურად გამყარებული არ არის და ამ მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით განხორციელება შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებზეა დამოკიდებული.
შეხვედრას საქართველოში არსებული სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

















