logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს
საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს
20:17 26.02.2018
„ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მაქსიმალური მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მონაწილეობისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას.

„მე მივაწოდე ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ინსტიტუტების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ასახულია რეზოლუციაში, რომელსაც წარვადგენთ ამ სესიაზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ“ - განაცხადა ჯანელიძემ.

ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაზე, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა