logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენმდივანთან განიხილა
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენმდივანთან განიხილა
20:01 26.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ხაზი გაუსვა მომხდარზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიასმკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

როგორც მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატა შემდგომი მხარდაჭერა ამ პროცესისადმი, კერძოდ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებისა დაფორმატის გაძლიერების აუცილებლობას. ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მინისტრმა გენერალურ მდივანს ასევე გააცნო ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტული სფეროები. მიხეილ ჯანელიძემ გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა