logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება მოახდინოს
სოფიო ქაცარავა: ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება მოახდინოს
16:23 26.02.2018
პარლამენტის წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები, ასევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ცხინვალში მომხდარ ფაქტის თაობაზე ინფორმირებულები არიან.

ამის შესახებ ქაცარავამ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს.


ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშრისო თანამეგობრობამ მოახდინოს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები, ასევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ.



ევროკავშირის მხრიდან უკვე გაკეთდა მკაცრი განცხადებები და არის მზაობა, რომ მათ აღმოგვიჩინონ დახმარება გამოძიების პროცესში. დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, იგეგმება ამ საკითხის დაყენება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე. ასევე, ამ ფაქტის განხილვა გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე.



არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მიმართულებით, რაც ქმნის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ რეზოლუციაზე, სადაც ყველა სხვა საკითხთან ერთად შევა ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვების და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხები.



ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ეს ქმედება იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და მოხდეს სათანადო რეაგირება მათი მხრიდან“- განაცხადა ქაცარავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა