საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით,
მნიშვნელოვანია ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილისა და ორი დაკავებულის საკითხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვეს.
მისივე თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადება მისასალმებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და შეფასება მოყვეს ამ ძალიან მძიმე შემთხვევას. ბუნებრივია, ქართული მხარე ყველა პლატფორმას, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საკითხის დასაყენებლად. მისასალმებელია ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება. მოლოდინი გვაქვს, რომ სხვა პარტნიორებიც გააკეთებენ განცხადებას და შესაბამის შეფასებას მისცემენ მომხდარს.
ჟენევაში, საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად საკუთარ გამოსვლაში ამ თემაზეც ისაუბრებს“- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

















