გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში
მივა. აგრარულ კომიტეტში ის 2017 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
როგორც მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, ის მზადაა პარლამენტარებთან სხვა საკითხებზე სასაუბროდაც.
,,ჩვენ 2017 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარვადგინოთ პარლამენტში. ეს არის რეგულარული მოსმენა აგრარულ კომიტეტში და არ ეხება სამინისტროს მთლიან ანგარიშს. ეს ეხება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ ნაწილს, თუმცა ნებისმიერ საკითხზე მზად ვართ პარლამენტარებთან სასაუბროდ.
ფაროსანას გარდა ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არა ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი. რომ წარმოვიდგინოთ, ესაა სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და მარტივად რომ ვთქვათ ისაა მწერი-ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის,“-აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

















