საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ცხინვალში საქართველოს
მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს დააყენებს.
ჯანელიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან.
ამასთან მინისტრისიტყვით გამოვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, სადაც ის ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე გაამახვილებს.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ის 22 თებერვალს გაიტაცეს.

















