logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის წესები
მიხეილ ჯანელიძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის წესები
12:51 24.02.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და კიდევ ერთხელ შეაფასა გერმანიისა და ევროპის სხვა სახელწმიფოების პროგრამები, რომელიც მათ ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ.



„ეს პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, რათა ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას ხელს უწყობს როგორც გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები, ასევე ჩვენი მთავრობაც, რომელსაც აქვს რეინტეგრაციის სპეციალური პროგრამები რეადმისირებული პირებისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მათ ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ დაშვებული პირობებით, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს მთავრობა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მისი თმით ვიზალიბერალიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, რომლის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს მარტის დასაწყისში ესტუმრება. „მაშინვე, როგორც კი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაჩნდა კითხვები ვიზა ლიბერალიზაციის პირობების დაზღვევასთან დაკავშირებით და გარკვეულწილად გაიზარდა სტატისტიკა, მყისიერად დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენს პარტნიორებთან დავიწყეთ ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გასაცემად.



სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და ჩვენ უკვე საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება დღის წესრიგში არ დადგეს. მოგეხსენებათ, რომ მე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ასევე გერმანიაში უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მანაც გამართა შეხვედრები და პირველადი კონსულტაციები და დაიგეგმა გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ეს ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, ჩვენს დროულ და ადეკვატურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა