logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს მართავს
დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს მართავს
17:26 23.02.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორდ აჰმად უიმბლდონთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ფორმატებში არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

დავით ზალკალიანმა ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ისაუბრა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე და ადამიანის უფლებების სხვა უხეშ დარღვევებზე. ქართულმა მხარემ ყურადღება აგრეთვე გაამახვილა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევის ფაქტზე, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას.

შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული საგანგაშო ვითარების საპასუხოდ.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათა შორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ლორდთა პალატის წევრ ლორდ კილკლუნისთან. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ პროცესში, საპარლამენტო განზომილების ჩართულობის მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მრავალმხრივი პოლიტიკის დირექტორატის დირექტორთან პოლ უილიამსთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან მარტინ ჰარისთან და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ჯონსთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა