"საქართველოს გზის" წარმომადგენლები ხვალ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდებიან.
შეხვედრაში "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" თავმჯდომარე კახა სეთურიძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, მხარეები საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრა ევროკომიისიის ოფისში გაიმართება.

















