logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კვირიკაშვილს: თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, შთამბეჭდავია
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კვირიკაშვილს: თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, შთამბეჭდავია
16:24 23.02.2018
„შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ“ - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
ანდერს სამუელსენის შეფასებით, საქართველო დანიის სამეფოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დანია ყოველთვის მხარს დაუჭერს.
მხარეებმა ისაუბრეს დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყოფა. საქართველოს მხარდაჭერის პროგრამა, ძირითადად, მოიცავს ორ თემატურ მიმართულებას - ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება; მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და გაძლიერება.
პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამისა და ქვეყნის ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
პრემიერმა დანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა