logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
12:01 23.02.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილo, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, დან მალანისთან და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დირექტორთან, ჯეისონ ბუნტინთან შეხვედრაზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ტექნიკური დახმარების გაწევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ქართულ პროდუქციას საშუალება მიეცემა სათანადო ადგილი დაიმკვიდროს ამერიკულ ბაზარზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პოლიტიკის კოორდინაციისა და დაგეგმვის პროგრამების კოორდინატორს, დონ ევანსს შეხვდა. მხარეებმა სატყეო სექტორში ამერიკული მხარის დახმარებაზე და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომდგენელთან მარგო ელისთან, სადაც იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში ახალი პროექტის დიზაინზე, რომელიც ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო მიმართულებებს მოიცავს.
ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების პროგრამის ხელმძღვანელს ბარბარა პიტკინს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერის პროექტის მომდევნო ფაზის განხორციელებაზე იმსჯელეს.
ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულთან, დევიდ შიმპთან, რომელმაც ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში აკადემიური და სამეცნიერო წრეების ჩართულობაზე და ახალი პროექტის განხორციელებაზე ესაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი სატყეო დარგის დარეგულირება და არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა, რაც გულისხმობს ტყის კოდექსის დამტკიცებას და იმპლემენტაციას.
ამასთანავე, მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დასაქმებული წარმატებული ქართველების ინიციატივით, ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ოფისში მიიწვიეს, სადაც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მდგრადი განვითარების პრინციპებით მოსახლეობის კეთილდღეობის და ცხოვრების დონის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს და ამერიკა-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებში, ლევან დავითაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, დესპანი გიორგი ციკოლია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა