logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს
10:46 23.02.2018

ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს.

საპარლამენტო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა საკომიტეტო მოსმენებზე და ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მუდმივმოქმედი კომიტეტის და სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა, ერთის მხრივ, ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ და ასევე კიდევ ერთხელ გამეცნო ჩემი კოლეგებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გამესვა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში, ეუთოს საპარლამენტო როლის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

გიორგი წერეთლის განცხადებით, შეხვედრებზე ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები.

„ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის დისკუსიის საგანი, ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები, რომლებიც ეუთოს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია“, - აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა