logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანდერს სამუელსენს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანდერს სამუელსენს შეხვდა
09:55 23.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას, ანდერს სამუელსენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეაფასა საქართველო-დანიას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ დანიის საქმიანი წრეების ინტერესის კიდევ უფრო გაზრდას და ქვეყანაში დანიური ინვესტიციების შემდგომ მოზიდვას.

ანდერს სამუელსენმა, თავის მხრივ, კვლავ დაადასტურა დანიის სამეფოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ დანიური მხარე შემდგომშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხორცშესხმას. ამასთან, დანიელმა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეული აქტიური ძალისხმევა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ანდერს სამუელსენმა ოფიციალურად წარადგინა „დანიის სამეზობლო პროგრამის“ (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგია, რაც საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პროგრამა მოემსახურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე ჩვენი ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ეს არის 27 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება, რომელიც ამ მიმართულებებით იქნება გამოყოფილი და შესაბამისი ორგანიზაციების და ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელდება კონკრეტული პროექტები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამ პროგრამის შემუშავებისთვის და ამ მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანდერს სამუელსენის ვიზიტს წინ უძღოდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ ანდერს სამუელსენის ვიზიტი საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, დანიის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა, და მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას, რათა ქვეყანამ დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი მიმართულება და ორიენტაცია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა