logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: "ევროპული საქართველოს" პოზიცია გაოცებას იწვევს
თამარ ხულორდავა: "ევროპული საქართველოს" პოზიცია გაოცებას იწვევს
19:03 22.02.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას თქმით, "ევროპული საქართველოს" განცხადება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს.
მისი თქმით,მათი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი იმ რეალობას, აუცილებლობას და საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში.

"პირველ რიგში, არ შემიძლია არ გამოვხატო გაოცება და გაკვირვება „ევროპული საქართველოს“, ამ პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სათაურიც ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო“, რომ ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს. ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ განცხადებას, სურვილს და მისწრაფებას და დეკლარაციას და მართლაც სადღეგრძელოს, ბატონო ზურაბ. თქვენ კარგად იცით, მე მგონი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილი არის ევროკავშირის სივრცეში. სამწუხაროდ, თქვენი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი აი ამ რეალობას და იმ აუცილებლობას, იმ საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. ევროკავშირს რომ თავი დავანებოთ საერთოდ და ჩვენი ასოცირების შეთანხმებას და იმ ვალდებულებებს, რომელის გვაქვს ნაკისრი ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ევროკავშირთან ამ შემთხვევაში, ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, თუ არა უკვე გუშინვე. შრომის ინსპექცია ნამდვილად არ არის ის ინსტიტუტი, რომელზეც ასეთი, ასეთი ხელწამოსაკრავი და ასეთად ის იქცა იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ფუნქციები დღეს და მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო ეფექტური, რეგულაციები გამკაცრდეს და აღსრულებაც, რა თქმა უნდა, მოხდეს იმიტომ, რომ აღსრულება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, არც ჩვენ არ მოგვწონს და არავის არ მოსწონს კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და მე ამას ვიმედოვნებ სწორედ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხში გვექნება სერიოზული გაუმჯობესება და წინსვლა. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი, სამწუხაროდ, სრულად არ ასახავს იმ ვალდებულებებს, იმ მოთხოვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს. ეს კარგად ვიცით იმიტომ, რომ დღეს წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ საუბარია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და ის არ ვრცელდება ყველა სექტორზე, ყველა სფეროზე მაშინ, როცა, წესით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და პირობები მოწესრიგებული უნდა იყოს უფრო ფართოდ და არ უნდა იყოს შეზღუდული ასოცირების შეთანხმებით. ჩვენ კიდევ გვაქვს ჯერ ვადა 2019 წლის პირველ სექტემბრამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სწორი მიმართულებით და ვადის დადგომისთვის, 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რეგულაციები უკვე მთლიანად მთელ სფეროზე გავავრცელოთ", - განაცხადა ხულორდავამ.


პარლამენტში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა