logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ვანო ზარდიაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
ვანო ზარდიაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
18:12 22.02.2018
უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეღავათებთან.
მისი თქმით, ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ექსპორტის გაძლიერება.
"სწორედ ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით, იმპორტიორს უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% - ის ოდენობა, ნაცვლად 50%-ისა; მცირე ბიზნესის შემოსავალი 5%-ის ნაცვლად დაიბეგრება 1%-ით, ხოლო ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა 100 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება.
არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისაგან სრულად გათავისუფლდება.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალი შემართებითა და ენერგიით ჩაერთო საქმიანობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმების ახალი ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესში მეტი თანხის დატოვებას, გამარტივებულ პროცედურებს, ბიუროკრატიის კიდევ უფრო შემცირებას და ეკონომიკის სტიმულირებას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მინისტრს იმ რეფორმებში, რომელიც დაანონსებულია და მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ, სოციალურ და ეკონომიკურ უზრუნველყოფას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას"- განაცხადა ზარდიაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა